საქართველო როგორც ტრანზიტული ქვეყანა

საერთაშორისო გადაზიდვები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენი კომპანია, შპს ბიდიეს ლოჯისტიკიც უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული საერთაშოსირო გადაზიდვების ზრდასა და განვითარებაში. კომპანია არა მხოლოდ ქვეყნაში იმპორტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, არამედ ვუზრუნველვყოფთ ექსპორტს/რეექსპორტსა და ტრანზიტს.

“შპს ბიდიეს ლოჯისტიკის საქმიანობაში  პრიორიტეტული ადგილი უკავია ექსპორტის ხელშეწყობას.”
ბესიკ შუბითიძე

2021 წლის მარტის თვის იმპორტმა შეადგინა 583 მლნ. დოლარი, მაშინ როდესაც ექსპორტი იყო მხოლოდ 253 მლნ. დოლარის ღირებულების.

როდესაც სახელმწიფოს ეკონომიკა არ იძლევა მკვეთრად ზრდის საშუალებას, ძალზედ მნიშველოვანია ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ადგილმდებარეობა და მნიშვნელოვნად გაზარდოს ტვირთის გამტარიანობა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით.

ამისათვის კი, პირველ რიგში, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობაა აუცილებელი.

შპს ბიდიეს ლოჯისტიკის საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია ზემო ლარსი, რომელიც, ზამთრის პერიოდში მეტწილად დაკეტილია. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, სატვირთო ავტომიბილებს უწევთ 2-3 კვირიან რიგებში დგომა, რაც რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემას ქმნის.

ყოველივე ზემოთ ხსენებული იწვევს ტვირთ ბრუნვის კოლაფსს. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად როგორც სხვა უამრავი კომპანია, ისე ჩვენი კომპანიაც, საერთაშორისო  გადაზივების დროს იძულებულებულები ვართ შევარჩიოთ სხვა მარშრუტი, (წითელი ხიდი ან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი) რაც თავისთავად აძვირებს ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებას, რომელიც შემდგომ უკვე აისახება ქვეყნის შემოსავლის მკვეთრად შემცირებასა და პროდუქციის ღირებულების ზრდაზე.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked