ჩვენი სახმელეთო გადაზიდვების მართვის გუნდი ცდილობს საფუძვლიანად გაეცნოს თქვენს მოთხოვნებს და შემოგთავაზოთ ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ მარტივ, სტანდარტულ სახმელეთო გადაზიდვის ტვირთებს და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებად ტრანსპორტირების საშუალებას, რაც გვაძლევს ტრანსპორტის სიხშირისა და ტარიფების იდეალურ ბალანსს.

კომპანია ახორციელებს როგორც სახმელეთო ტრანსპორტირებას გენერალურ, ასევე ADR (სახიფათო ტვირთი) და ტემპერატრულ რეჟიმის მქონე ტვირთების გადაზიდვას.

FTL – სავსე სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება.    ჩვენ ვახორციელებთ ნთლიანი სატვირთო ავტომობილების ტრანსპორტირებას ევროპიდან, ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან, კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ასევე აღნიშნული რეგიონების მიმართულებით. ტრანსპორტირება ხორციელდება სანდო პარტნიორებთან და სატვირთო ავტომანქანების სანდო მძღოლებთან თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და სწრაფ გადაზიდვას დანიშნულების ადგილამდე.

LTL – ნაკრები სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება.   შპს ბიდიეს ლოჯისტიკი ფლობს საწყობებს ევროპის ძირითად ნაწილში და უზრუნველყოფს ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მარტივი და მოსახერხებელი

ჩვენ კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლები ხდიან თქვენი ტრანსპორტირების დაგეგმვას ძალიან მარტივს და კომფორტულს.

უსაფრთხო და დაზღვეული

ჩვენი კომპანიის საერთაშორისო გადაზიდვებში  მრავალწლიანი გამოცდილება არის თქვენი ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების გარანტი.

სპეციალური სერვისები

  • არაგარიტული ტვირთის ტრანსპორტირება.

    ტვირთვები რომლებიც არ ჯდება სტანდარტულ პარამეტრებში ან ესაჭიროება მაღალი ტვირთამწეობის სატრანსპორტო საშუალება.

  • ცხოველების ტრანსპორტირება.

    წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველების ტრანსპორიტებას ვანხორციელებთ როგორც სამელეთო, ისე საჰაერო გზით.

  • თხევადი ტვირთის ტრანსპორტირება.

    სპეციალური ავზის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით ვანხორციელებთ ისეთი ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორებიც არის ნავთობი, სასმელი, კონცეტრატები და ა.შ.

სპეციალური გადაწყვეტილებები

იმისათვის, რომ ტვირთის ტრანსპორტირება განხოციელდეს შეუფერხავად დამატებითი ხარჯების გარეშე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუვლეყოფენ თქვენი ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ჩამოტანას.

  • ტვირთის გაცილება.
  • კრანის მომსახურეობა.
  • ტვირთის ჩარტვირთვა/დამაგრების მომსახურეობა.
  • ექსპორტი/რეექსპორტის საბუთების დამზადება.