ტვირთების გადაზიდვისთვის საჰაერო ტრანსპორტის არჩევანი უზრუნველყოფს თქვენი მიწოდების ჯაჭვის უფრო მეტ მოქნილობას. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს მოძებნონ ხარჯებისა და მიწოდების დროის სწორი ბალანსი. ვცდილობთ,მაქსიმალურად შემოგთავაზოთ საჰაერო გადაზიდვების ხელმისაწვდომობა და სისწრაფე. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს ყველა სანდო საჰაერო გადამზიდავთან. ასე, რომ ჩვენ გთავაზობთ ტვირთის წარმოშობის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე დაუბრკოლებელ გადაზიდვას ერთი ტარიფით, ერთი დოკუმენტის საფუძველზე. ჩვენი კომპანიის პროფესიონალები განსაზღვრავენ თქვენი მიზნების მისაღწევად საუკეთესო საექსპედიტორო და ლოჯისტიკურ მომსახურებებს. ადრესატამდე მიტანის მომსახურებითა და სატვირთო პროდუქტების ფართო სპექტრით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სისწრაფისა და ხარჯების საუკეთესო ბალანსს თქვენი მიწოდების ჯაჭვისთვის. ჩვენი მეთვალყურეობის სისტემა შესაძლებლობას მოგცემთ ტრანსპორტირების დროს გააკონტროლოთ თქვენი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანამდე.

მარტივი და მოსახერხებელი

ჩვენ კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლები ხდიან თქვენი ტრანსპორტირების დაგეგმვას ძალიან მარტივს და კომფორტულს.

უსაფრთხო და დაზღვეული

ჩვენი კომპანიის საერთაშორისო გადაზიდვებში  მრავალწლიანი გამოცდილება არის თქვენი ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების გარანტი.

სპეციალური სერვისები

  • არაგარიტული ტვირთის ტრანსპორტირება.

    ტვირთვები რომლებიც არ ჯდება სტანდარტულ პარამეტრებში ან ესაჭიროება მაღალი ტვირთამწეობის სატრანსპორტო საშუალება.

  • ცხოველების ტრანსპორტირება.

    წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველების ტრანსპორიტებას ვანხორციელებთ როგორც სამელეთო, ისე საჰაერო გზით.

  • თხევადი ტვირთის ტრანსპორტირება.

    სპეციალური ავზის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით ვანხორციელებთ ისეთი ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორებიც არის ნავთობი, სასმელი, კონცეტრატები და ა.შ.

სპეციალური გადაწყვეტილებები

იმისათვის, რომ ტვირთის ტრანსპორტირება განხოციელდეს შეუფერხავად დამატებითი ხარჯების გარეშე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუვლეყოფენ თქვენი ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ჩამოტანას.

  • ტვირთის გაცილება.
  • კრანის მომსახურეობა.
  • ტვირთის ჩარტვირთვა/დამაგრების მომსახურეობა.
  • ექსპორტი/რეექსპორტის საბუთების დამზადება.