FCL (Full Container Load) კონტეინერის სრული დატვირთვა – სრულად დატვირთული კონტეინერების ტრანსპორტირება და დატვირთვა/გადმოტვირთვა. ამ მხრივ კომპანიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია სპეციალური კონტრაქტები თითქმის ყველა საზღვაო ხაზებთან. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს კონკურენტულ ტარიფებს და ვუზრუნველყოფთ სივრცეს/ადგილებს კონკრეტულ გემებზე. ჩვენი, როგორც შემკვეთი მხარის ტარიფები ეფუძნება სპეციალურ კონტრაქტებს წამყვანი საზღვაო ხაზების წარმომადგენლობებთან საქართველოში, როგორიცაა Maersk, EVERGREEN, MSC, CMA CGM, HPL, ZIM და სხვ. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის საკონტეინერო გადაზიდვებს, მათ შორის სპეციალური კონტეინერების ტრანსპორტირებას, როგორიცაა: ღია კონტეინერი კონტეინერ-რეფრიჟერატორი, პლატფორმა კონტეინერები და სხვ.
LCL (Less Than Container Load) კონტეინერის ნაწილობრივი დატვირთვა – შპს ბიდიეს ლოჯისტიკი უზრუნველყოფს ნაკრები კონტეინერების საზღვაო ტრანსპორტირებას შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ამერიკიდან და ევროპიდან საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი LCL გუნდი გთავაზობთ მაღალი დონის განრიგების შედგენას, რაც მოიცავს ყოველკვირეულ დატვირთვებს ჩინეთის მთავარი პორტებიდან, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აშშ-დან.
საკონტეინერო მომსახურება აგრეთვე მოიცავს:
• კარიდან კარამდე მიწოდება;
• დაზღვევა
• განბაჟება და შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა
• კავკასიის ქვეყნების ტერიტორიაზე კარამდე მიტანის სერვისი (საქართველო/აზერბაიჯანი/სომხეთი).