ჩვენი სახმელეთო გადაზიდვების მართვის გუნდი ცდილობს საფუძვლიანად გაეცნოს თქვენს მოთხოვნებს და შემოგთავაზოთ ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ მარტივ, სტანდარტულ სახმელეთო გადაზიდვის ტვირთებს და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებად ტრანსპორტირების საშუალებას, რაც გვაძლევს ტრანსპორტის სიხშირისა და ტარიფების იდეალურ ბალანსს.
კომპანია ახორციელებს როგორც სახმელეთო ტრანსპორტირებას გენერალურ, ასევე ADR (სახიფათო ტვირთი) და ტემპერატრულ რეჟიმის მქონე ტვირთების გადაზიდვას.
FTL – სავსე სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება. ჩვენ ვახორციელებთ ნთლიანი სატვირთო ავტომობილების ტრანსპორტირებას ევროპიდან, ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან, კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ასევე აღნიშნული რეგიონების მიმართულებით. ტრანსპორტირება ხორციელდება სანდო პარტნიორებთან და სატვირთო ავტომანქანების სანდო მძღოლებთან თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და სწრაფ გადაზიდვას დანიშნულების ადგილამდე.
LTL – ნაკრები სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება. შპს ბიდიეს ლოჯისტიკი ფლობს საწყობებს ევროპის ძირითად ნაწილში და უზრუნველყოფს ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.