საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვა

FCL(Full Container Load)კონტეინერის სრული დატვირთვა - სრულად დატვირთული კონტეინერების ტრანსპორტირება და დატვირთვა/გადმოტვირთვა. ამ მხრივ კომპანიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას კარგი ურთიერთობები აქვს სანაოსნო ხაზების უმრავლესობასთან. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს კონკურენტულ ტარიფებს და ვუზრუნველყოფთ სივრცეს კონკრეტულ გემებზე. ჩვენი, როგორც შემკვეთი მხარის ტარიფები ეფუძნება სპეციალურ კონტრაქტებს წამყვანი საზღვაო ხაზების წარმომადგენლობებთან საქართველოში, როგორიცაა Maersk, MSC, CMA CGM, HPL, ZIM და სხვ. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის საკონტეინერო გადაზიდვებს, მათ შორის სპეციალური კონტეინერების ტრანსპორტირებას, როგორიცაა: ღია კონტეინერი კონტეინერ-რეფრიჟერატორი პლატფორმა კონტეინერები და სხვ. მომსახურება აგრეთვე მოიცავს: - კარიდან კარებამდე მიწოდება - დაზღვევა - განბაჟება და შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა - კავკასიის ქვეყნების ტერიტორიაზე შიდა გადაზიდვა - გაყინული ტვირთების გადაზიდვა - საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი ნივთების ტრანსპორტირება/შეფუთვა LCL (Less Than Container Load) კონტეინერის ნაწილობრივი დატვირთვა - BDS უზრუნველყოფს ნაკრები კონტეინერების საზღვაო ტრანსპორტირებას შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ამერიკიდან და ევროპიდან საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი LCL გუნდი გთავაზობთ მაღალი დონის განრიგების შედგენას, რაც მოიცავს ყოველკვირეულ დატვირთვებს ჩინეთის მთავარი პორტებიდან, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ნაკრები კონტეინერების ტრანსპორტირებას აშშ-დან, ნაკრები კონტეინერების ტრანსპორტირებას ევროპიდან.

მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე