სახმელეთო გადაზიდვა

სახმელეთო გადაზიდვა

FTL - სავსე სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება - სანდო კომუნიკაციით, გააზრებული თანამშრომლობით და მუდმივი მონიტორინგით ჩვენი სახმელეთო გადაზიდვების მართვის გუნდი ცდილობს საფუძვლიანად გაეცნონ თქვენს მოთხოვნებს და მოიძიონ საუკეთესო ვარიანტი სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ მარტივ, სტანდარტიზებულ სახმელეთო გადაზიდვის ტვირთებს და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებად ტრანსპორტირების ვარიანტებს, რაც გვაძლევს ტრანსპორტს სიხშირისა და ტარიფები იდეალურ ბალანსს. ეს ეხება იმავე დღეს მიტანის თუ საშიში ტვირთების გადაზიდვისას, ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტებმა იციან, რომ წარმატებული მიწოდების საწინდარია ჩვენს კლიენტებთან ერთგული ურთიერთობა. ჩვენ ვახორციელებთ სავსე სატვირთო მანქანების ტრანსპორტირებას ევროპიდან, ყოფილი დსთ-დან, კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და აღნიშნული რეგიონების მიმართულებით, სანდო პარტნიორებთან და სატვირთო ავტომანქანების სანდო მძღოლებთან თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და სწრაფ მიტანას დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ ასევე გაგიწევთ შემდეგ მომსახურებებს: სატრანსპორტო დაზღვევა, ექსპორტის/იმპორტის დროს საბაჟო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა, ADR (სახიფათო ტვირთები), დასაწყობება. LTL - ნაკრები სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება. BDS ფლობს საწყობებს ევროპის ძირითად ნაწილში და უზრუნველყოფს ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში, ასევე ნაკრები სატვირთო მანქანების ყოველკვირეულ ტრანსპორტირებას უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. BDS ასევე გთავაზობთ საექსპორტო დეკლარაციების და სასაქონლო ზედნადებების მომზადებას; როგორც გენერალური ტვირთის, ასევე ADR ტვირთის, და გაყინული ტვირთის ტრანსპორტირებას.

მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე