პერსპექტივები-შესაძლებლობები და სუსტი მხარეები

საქართველოს, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აქვს საშუალება გახდეს რეგიონში უმსხვილესი ცენტრი და მოწინავე ლოჯისტიკური ქვეყანა. დღესდღეობით, სამწუხაროდ, აღნიშნულის მიღწევამდე ქვეყანა საკმაოდ შორს არის. ეს ძირითადად განპირობებულია არასაკამრისი ავტოპარკით, სასაწყობო მეურნეობებით და თანამედროვე ტექნიკის არ ქონით.

“საქართველოს აქვს საშუალება და პოტენციალი გახდეს რეგიონალური ჰაბი და ლიდერი საერთაშრისო გადაზიდვებში .”
ბესიკ შუბითიძე

ამ ყველაფერს ემატება, სახმელეთო ტრანსპრირებისას მეზობელი ქვეყნების მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. კერძოდ, მოსაზღვრე ქვეყნების საბაჟო გამშვები პუნქტები უპერატესობას ანიჭებენ საკუთარი ქვეყნის მძღოლებს. მაშინ, როდესაც მანქანა, ქართული ნომრებით, შეიძლება რიგში იდგეს დღეები თავისივე ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს უშვებენ ურიგოდ.  აღარაფერს ვამბობ ქვეყანის შიგნით გადაადგილებაზე, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ და დააჯარიმონ.

საქართველოს მთავრობისთვის, არა მხოლოდ ტურზიმის განვითარება უნდა იყოს პრიორიტეტული, ასევე წინა პლანზე უნდა წამოიწიოს საერთაშოსო გადაზიდვების მიმართულება.

შპს ბიდიეს ლოჯისტიკი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გადაზიდვებში. ჩვენ ყოველთვიურად ვახორციელებთ როგორ იმპორტს, ასევე ექსპორტს, მაგრამ საწუხარო რეალობა არის ის, რომ ფაქტიურად მთლიანად ვართ დამოკიდებულები სხვა ქვეყნების კომპანიებზე (თურქეთი, ბულგარეთი, ბელარუსია, უკრაინა და ა.შ.).

ქართულ კომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი ავტოპარკი, რომ  დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა.

საკმაოდ განუვითარებელია ასევე საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. იქიდან გამომდინარე, რომ ფოთის პორტი არ არის ღრმაწყლოვანი, ძირითადად კონტეინერები საქართველოში შემოდიან თურქეთისა და საბერძნეთის პორტების გავლით, რაც თავის მხრივ აძვირებს ტრანსპორტირების ღირებულებას და ზრდის სატრანზიტო ვადას.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ წარმატებული პროექტი ქვეყნისთვის, დღესდღეობით  სატრანსპორტო კომპანიებისთვის ფაქტიურად გამოუსადეგარია. აღნიშნული დაძველებული ინფრასტრუქტურის და საკმაოდ რთულად მისაღწევი კომუნიკაციის გამო, შეუძლებელი ხდება დროულად  მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც თავისთავად ხელს უშლის პროექტის განხორციელებას.

იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანაში ლოჯისტიკის მიმართულება, სახელმწიფო უფრო პასუხისმგებლობითა და ყურადღებით უნდა მიუდგეს აღნიშნულ საკითხს. განახორციელოს როგორც ინვესტიციები, ასევე დაეხმაროს კერძო კომპანიებს და  საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს სუბსიდირება ან თუნდაც, შესთავაზოს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი დაფინანსება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked