ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

დროის მოკლე შუალედში, სატრანსპორტო, საექსპედიტორო და სავაჭრო სფეროებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული ხელმძღვანელობისა და პერსონალის დამსახურებით კომპანია სწრაფად გაიზარდა და მომხმარებელს სთავაზობს ლოჯისტიკის, სატრანსპორტო და საექსპედიტორო მომსახურებების სრულ კომპლექტს საქართველოში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რეგიონში, ასევე ახორციელებს ექსპორტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BDS-ს სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო მისი ფილიალები სტრატეგიული თვალსაზრისით მდებარეობს შავი ზღვის პორტებში ფოთსა და ბათუმში. კომპანიას ასევე ჰყავს საიმედო პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BDS მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ლოჯისტიკურ მომსახურებებს: ტვირთების გადაზიდვა საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით LCL (Less Than Container Load) შეუვსებელი კონტეინერების ტრანსპორტირება და ნაკრები ტვირთების საკონტეინერო გადაზიდვები ყველა ძირითადი პორტიდან და პორტის მიმართულებით FCL (Full Container Load) სავსე კონტეინერების ტრანსპორტირება კარიდან კარამდე საპროექტო გადაზიდვები FTL (Full Truck Load) სავსე სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება და ნაკრები ტვირთების სატვირთო მანქანებით გადაზიდვა არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა RO/RO გადაზიდვები ნაყარი საზღვაო ტვირთები

მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე